ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავისი შვილები და არა ამერიკელი, ავსტრიელი, ბანგლადეშელი თუ არაბი – მიხეილ სააკაშვილი

შობადობასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გვაქვს, ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ქალებმა თავისი შვილები უნდა ატარონ.

„დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს, უცხოელები ჩამოდიან და იყენებენ ქართველ ქალებს. ქართველი ქალები არიან შიდა უბედურებაში, თავისი შვილები უნდა ატარონ. ხელოვნურად თუ უნდა მოხდეს ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არაბის. არსებობს ამაში სხვა ქვეყნების გამოცდილება“, – განაცხადა სააკაშვილმა

მსგავსი თემები