სტიქიას ებრძვიან ხაშურში – დაიტბორა სახლები და გზები, წაქცეულია ხეები, დაზიანდა სახურავები

უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქალაქ ხაშურში. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები.

დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები.

,,გრძელდება დაზიანებული ელექტოსადენების აღდგენა. ყველაფერი კეთდება, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგეს. მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა, განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდიანრეობას ხელს უშლიდა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები