ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ ლე მონდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
,,რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.