მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს – ირაკლი კობახიძე

ყველაფერი ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით, უზრდელია და უზრდელობს სხვადასხვა რამეა, მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება, არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან უბრალოდ რეგულარულად უზრდელობს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას.

„ისინი ახდენენ ყველაფრის დისკრედიტაციას – პოლიტიკაში ქალის როლის დისკრედიტაციას, კვოტების დისკრედიტაციას და ა.შ. ამიტომ ჩემი თხოვნაა, ნუ იქნება ცალმხრივი შეფასებები, სრულად შევაფასოთ ხოლმე ის ინციდენტები, რომლებიც ხდება. როდესაც გამოდის ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, უზრდელობს, გეძახის პუტინისტს, კორუმპირებულს და ა.შ. ამაზე ვიღაცას რომ აქვს თუნდაც გადაჭარბებული რეაქცია, ორივე მხარე უნდა შეაფასოთ სათანადოდ და არა მხოლოდ ცალმხრივად გააკეთოთ შეფასებები. რეგლამენტში ცვლილება ამ ქალი დეპუტატების უზრდელობას რას უშველის, არ ვიცი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები