ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა

ღაზის სექტორში ინდონეზიური საავადმყოფო დაიბომბა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმა ისრაელის მხრიდან მოხდა, ჭურვი კი საავადმყოფოს მეორე სართულს მოხვდა, სადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.

„ინდონეზიის საავადმყოფოს პერსონალი ამტკიცებს, რომ დაჭრილების სამკურნალოდ დარჩებიან. საავადმყოფოში 700-მდე ადამიანია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და დაშავებულები“, – განაცხადა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა აშრაფ ალ-ქუდრამ.

ინდონეზიის საავადმყოფოს თანამშრომელმა, მარვან აბდალაჰმა კი განაცხადა,რომ “ისრაელის ტანკები საავადმყოფოდან 200 მეტრის მოშორებით ოპერირებდნენ და ისრაელის სნაიპერები ახლომდებარე შენობების სახურავებზე ჩანდნენ”.

მსგავსი თემები