დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტი და პეკინის უკანა ბაღი – პარკი იენციჰუ (ვიდეო)

პარკი სამოთხე იენციჰუ პეკინის გარეუბანში, დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს.  ის ჰუაიჟოუს რაიონს ეკუთვნის, საერთო ფართობი 2122,8 კვადრატული მეტრია. პარკში მდებარეობს პრეზიდენტ სი ძინპინის რეზიდენციაც.

რეგიონის ტერიტორიის 89% მთებია. ფართობის მიხედვით, ჰუიჟოუ მეორე ადგილზეა პეკინის ყველა რაიონს შორის. მუდმივი მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე 422 ათასი ადამიანია.

ზაფხულში აქ კლიმატი ნოტიოა, ზამთარში კი ყინვაგამძლე და მცირე თოვლიანი. საშუალო წლიური ტემპერატურა 9-დან 13 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.

ტერიტორიას აქვს დიდი ისტორია გააჩნია, რომელიც 1300 წლის წინ, ტანგის დინასტიის დროს წარმოიშვა.

აქ მდებარეობს 70 მეტრიანი იენცის კოშკი, რომელსაც პრეზიდენტის ხელით შესრულებული წარწერები: ჰარმონია, გაზაფხული, პეიზაჟი და სიმათლე  ამშვენებს. კოშკი 10 სართულიანია და

საოცარი ხედები იშლება. ამ ტურისტულ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.

ეს ტერიტორია ცნობილია თავისი შესანიშნავი ეკოლოგიური გარემოთი და მას უწოდებენ “დედაქალაქის გარეუბნის მარგალიტს” და “პეკინის უკანა ბაღს”.

აქვე მდებარეობს იენცის ტბა, საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი, სადაც ჩატარდა APEC-ის სამიტი, პირველი და მეორე „Belt and Road“-ის მაღალი დონის ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ და მრავალი სხვა მაღალი დონის კონფერენცია. გარდა ამისა, ჩინეთის ინდუსტრიული ფორუმი და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი სწორედ აქ იმართება.

დანარჩენი, ერთად ვნახოთ რეპორტაჟში (ნაწილი 1).

ეკა გულუა პეკინიდან

გამთენიიდან ფუსფუსებენ – ადამიანის ხელით შექმნილი საოცრება

 

მსგავსი თემები