,,პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტს, ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში”- სამადაშვილი

,,პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში,”- ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

,,მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით შეიძლება დღეს გადარჩეს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ, რაც ნაკლებს ივლით თქვენ, ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის წვრილფეხა მატყუარები ევროპაში და რაც ნაკლებ ტყუილებს ეტყვით ამ ადამიანებს, რომ თითქოს, მათი მოთხოვნა შესრულებულია, მით მაღალი შანსია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ. და პოლიტიკური გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შანსი თუ ვინმეს აქვს, აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ასე რომ, თქვენ დაეტიეთ სახლში,”- განაცხადა სამადაშვილმა.

 

მსგავსი თემები