ზელენსკი გაეროში „სპეციალური დიპლომატიური ოპერაციით“ მიემგზავრება

გამოცემა Politico-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობს, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, ზელენსკი შეეცდება უკრაინის მხარეს იმ ქვეყნების ლიდერები გადმოიბიროს, რომლებიც ჯერჯერობით ომში არავის მხარეს არ იკავებენ ან ფიქრობენ, ვის მხარეს დადგნენ. ამ მხრივ ყველაზე დიდ პრობლემა უკრაინისთვის აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნები წარმოადგენენ, რომლებსაც არცერთ ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურთ. სწორედ ამ ქვეყნებს იყენებს მოსკოვი გარკვეული ფინანსური და ეკონომიკური ოპერაციების განსახორციელებლად.

ზელენსკი გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სიტყვით გამოვა. გასულ წელს მან ასამბლეაზე ვიდეომიმართვის ფორმატში გამოვიდა. წელს კი, ვინაიდან ომი გაჭიანურდა და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, ზელენსკიმ აშშ-ში ჩასვლა პირადად გადაწყვიტა.

ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია გააცნოს მსოფლიო ლიდერებს 10 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ. ამ გეგმის ძირითადი პუნქტია, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვონ.

მსგავსი თემები