აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

განცხადების მიხედვით, ”სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თხრილების რაოდენობის გაზრდა, ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

„ფრონტის ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით მოქმედებების ფარგლებში, წყობიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი გრძელვადიანი საცეცხლე პუნქტები, აგრეთვე საბრძოლო აქტივები და სამხედრო ობიექტები. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ არის სამიზნე, მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის მწყობრიდან. მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები