ნორვეგია უკრაინას 50-მდე სატვირთო მანქანას მიაწვდის

ნორვეგია უკრაინისთვის დაახლოებით 50 სატვირთო მანქანის მიწოდებას გეგმავს.

უკრაინული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანები განკუთვნილია საქონლის მიწოდებისთვის იმ ადგილებში, სადაც გზები არ არის.

გარდა ამისა, ასეთ მანქანებს შეუძლიათ მანევრირება ბორბლიანი მანქანებისთვის მიუწვდომელ რელიეფზე. შეუძლიათ საბრძოლო მასალის, საკვებისა და წყლის ტრანსპორტირება უკრაინელი სამხედროებისთვის საველე პირობებში.

მსგავსი თემები