პოლონეთში საქართველოს მოქალაქემ 45 წლის კაცი დაჭრა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები