,,ისტორიული შესაძლებლობა მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი”- ვაშაძე

„მართლაც ისტორიული შესაძლებლობა და შანსი მოგვეცა, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, არამედ დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ამ შესაძლებლობის შესახებ საუბრობს ევროკომისარი და ევროპარლამენტის პრეზიდენტიც.

„ჩვენ ხომ ევროკავშირი საქართველოსთვის გვინდა. ევროკავშირი ნიშნავს ინვესტიციას, სამუშაო ადგილებს, ძლიერ საქართველოს და მშვიდობიან საქართველოს ნატო-სთან ერთად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს რუსული პასპორტის ნაცვლად, რომელიც სიკვდილის და განადგურების სიმბოლოა, ჯიბეში შეუძლიათ ჰქონდეთ ქართულ-ევროპული პასპორტი. ამის შანსი ხომ არასდროს არ ჰქონია საქართველოს? ძლიერი სოფელი, ძლიერი ოჯახები, ძლიერი ადამიანები ევროკავშირთან ერთად, დაცული კულტურული მემკვიდრეობა და  დაცული ქართული ტრადიციები ევროკავშირთან ერთად და ამ დროს რას აკეთებს „ქართული ოცნება“? პირდაპირ საბოტაჟშია შესული ევროინტეგრაციის პროცესში. რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ისინი რუსულ ინტერესებს ატარებენ. დიახ, რუსული ინტერესების მსახურებაა, როცა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს დანიშნავ გენერალურ პროკურორად, როცა მისი სანქცირების შემდგომ, რუსეთის ჯაშუშს იცავ საქვეყნოდ, როდესაც საკუთარი მოქალაქეების ინტერესების მაღლა აყენებ რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს. ეს არის რუსული ინტერესების გატარება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები