ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მანქანა შუახნის კაცს დაეჯახა. “სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, კაცს ქვემო კიდურის ტრავმა აღენიშნება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები