„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია”- კობახიძე

„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მას კითხვა დაუსბეს ”ხალხის ძალის“ განცხადებაზე: „გლობალური ომის პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“.

„ოპოზიცია ძალიან სუსტია, მაგრამ ამ სისუსტემ არ უნდა მოგვადუნოს, ხანდახან სუსტი უფრო საშიშია, რადგან ყველაფერზეა წამსვლელი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სისუსტე არაფრის გარანტი არ არის. პირიქით, რისკები ასეთ დროს შეიძლება, გაიზარდოს კიდეც. ამიტომ, რისკები არსებობს. ამაზე იყო საუბარი სწორედ სუს-ის მიერ გაკეთებულ ბრიფინგზე. შესაბამისად, არცერთი წამით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება. ამაში მთლიანად ვეთანხმები „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები