მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები განთავსებული არაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალები განთავსებული არაა. მისი თქმით, გარკვეული გარე და შიდა ძალები სომხეთის ომში ჩათრევას ცდილობენ.

,,აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყო მთიანი ყარაბაღის დაბომბვა, ფაქტობრივად მთელი ტერიტორიის, ასევე გარკვეული დროის შემდეგ მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზის გარღვევისა და პოზიციის და, ზოგიერთი მონაცემით, დასახლებული პუნქტების, გაკონტროლების ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანმა სახმელეთო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდის მიზნით დაიწყო. სომხეთს არავისთვის მიუცია მანდატი, მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდა ჩაეტარებინა. გარკვეული ძალები როგორც შიდა, ისე გარე, ცდილობენ სომხეთის ომში ჩათრევას. კიდევ ერთხელ ვადასტურებ: სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიან ყარაბაღში არაა. ეს მათ არ გამოუვათ”, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები