,,ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.

,,პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა,”- წერს პრეზიდენტი ფეისბუქ გვერდზე.

როგორც პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ შესულა.

მსგავსი თემები