„ბავშვის კივილი მესმოდა…მამაჩემმა ესროლაო, ყვიროდა”- მკვლელობა თბილისში

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

როგორც ირკვევა,  შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ.

„ბავშვები იყვნენ კიბესთან და მამა, ამას არ გაპატიებო, უფროსი გოგო ამბობდა. მეგონა, მეუღლე ხელით შეეხო. ამ დროს სასწრაფოც მოვიდა, პოლიციაც, ბავშვებს აწყნარებდნენ.  სროლის ხმა არ გამიგია…“

„ბავშვის კივილი მესმოდა, გოგოსი, გავგიჟდი…  მამაჩემმა ესროლაო, ყვიროდა.“ – ამბობენ ადგილობრივები. (კომენტარს ”პრაიმტაიმი” ავრცელებს.)

 

მსგავსი თემები