,,შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე”- ირაკლი ზარქუა

შევარცხვინე, ვინცაა „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ბოკუჩავას მივმართო, ალბათ კარგი იქნება მეტი სოლიდარობა ქალბატონი ლაშხის მიმართ. უმსგავსობა იყო, რა განცხადებებიც მოვისმინე. ე.ი. ბატონ წამყვანს რეგლამენტის დარღვევა არ აპატიეთ, ორი ადამიანი რომ წინ წაწია, რადგან შეხვედრაზე იყო რაღაც და კონსტიტუციას რომ არღვევს ის ადამიანი, ამაზე რეაგირება რომ გვაქვს, რატომ გაქვთო რეაგირებაო. ასეთი ორმაგი სტანდარტით ხართ და სამწუხაროა, რომ ამას აგრძელებთ, აქაც ჩანს ეს.

დღემდე რუსეთთან თანამშრომლობთ, დღემდე რუსეთისგან მოგაქვთ ინფორმაციები, რაც გააკეთეთ, რუსეთის ინტერესებში იყო 2008 წელს. ჯერ ქართველ ბიჭებს დააბრალეთ ომი, შემდეგ ტერიტორიები გადაულოცეთ. ახლა სამადაშვილს ეჩქარება, შეხვედრაზე გავრბივარო. ევროკავშირში ჩვენი ელჩი იყო, ერთმა სახელმწიფომ არ დაუწესა სანქცია, ეს ქალბატონი ახლა გვიზის და მეჩქარებაო, ურიგოდ გამატარეთო, გეგონებათ, მთას გადადგამენ ახლა ასეთი ხელმოცარულები. დღემდე რუსეთის ინტერესებში ხართ და ცდილობთ, ჩვენკენ გადმოისროლოთ ისრები.

მინდა, შევეხო ამ ორ ხელმოცარულს, შევარცხვინე მართლა, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ, რადგან ბელადი ვერ გაათავისუფლაო. რევოლუციაო და ხაბე დანიშნეს, ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია და ახლა ხაბე არ მოგწონთ, ვაშაძე მიიყვანეთ და დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია ახლა, დღეს იჯდა ხაბეს ადგილას და ის კიდევ, მსხვერპლი რომ ჰყავს, მანჯგალაძე, ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, რადგან მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ვაშაძე ხუთი კაცით შემოვიდა პარლამენტში და ერთი შემორჩა, მსხვერპლი მანჯგალაძე, იმასაც გავათავისუფლებთ მალე“, – განაცხადა ირაკჯლი ზარქუამ.

მსგავსი თემები