2023 წელს, იანვარ-ივნისში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 ადამიანი გარდაიცვალა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 19 431 ბავშვი დაიბადა, 21 944 კი გარდაიცვალა.

2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 2 513 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145).

მსგავსი თემები