,,ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს არავის უქმნის. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის,

,,ჩვენ არავის ვუქმნით საფრთხეს. ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება, დღევანდელი მმართველი ელიტის მიერ არის შექმნილი და, სხვათა შორის, თავად საუბრობენ ამაზე. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, ბატონმა გეითსმა თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე თავად შეერთებული შტატებისგან მოდის, იმ ტერიტორიიდან, სადაც კაპიტოლიუმი თუ თეთრი სახლი მდებარეობს. ისინი თავად საუბრობენ ამაზე და საფრთხეს გარეთ ეძებენ,”- განცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები