მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, რუსეთთან იარაღის მიწოდებაზე შეთანხმება არ დადოს – პენტაგონი

ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის ომში, არა მხოლოდ გააგრძელებს კონფლიქტს, არამედ იქნება თანამონაწილე უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების, ოფიციალური პირების და სამხედრო პერსონალის მკვლელობაში ბრძოლის ველზე – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილე საბრინა სინგჰიმ განაცხადა.

სინგმა აღნიშნა, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რადგან ის ეძებს საბრძოლო მასალას ჩრდილოეთ კორეისგან.

“ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ საჯაროდ გამოვუცხადეთ ჩვენი გაფრთხილება ჩრდილოეთ კორეას. ნებისმიერი ტიპის იარაღის მიწოდება რუსეთში გადაცემა კვლავ დაარღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ამიტომ, მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ დადოს შეთანხმება რუსეთთან რაიმე სახის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე, რადგან ეს შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს”, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მსგავსი თემები