ავტოსაგზაო შემთხვევა სკოლასთან – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი. შემთხვევა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.

ქალი ადგილზე დაიღუპა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც  სკოლის მოსწავლეები არიან, კლინიკაში გადაიყვანეს.

წყარო: ”პრაიმტაიმი”.

მსგავსი თემები