,,რუსი ბარიგის ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი” – დიმიტრი ქვაჭრელიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აღკვეთის ღონისძიების სხდომას ბრალდებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ესწრებოდა, ამირან ნაჭყებიამ კი პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

ქვაჭრელიშვილმა სხდომის დასაწყისში საქმის გარემოებებზე ისაუბრა, რაც დარბაზიდან მისი გაძევების მიზეზი გახდა. ის მოსამართლის მოწოდებებს არ დაემორჩილა და პროკურორს უყვირა.

,,არც მტკიცებულებაა, არც არაფერი. რუსი ბარიგის ნათქვამზე ვარ დაპატიმრებული მე, პოლიციის პოლკოვნიკი. ჩუმად იყავი, ჩაიგდე ხმა”,- თქვა დაპატიმრებულმა ყოფილმა პოლიციელმა, რის შემდეგაც მან დარბაზი დატოვა.

პროკურატურა ორივე მათგანისთვის აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსსა და მის მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ქრთამის აღებასა და თაღლითობას ედავებიან.

მსგავსი თემები