,,ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია”- დავით ბერიაშვილის დედა

შოვში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა  პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად შოვსა და გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით 20 ათას ლარს მიიღებენ.

,,საქართველოს მთავრობა რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია… რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს… სირცხვილია, 20000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე…” – წერს ია მერებაშვილი. ​​​​​​

გურიასა და შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები  20 ათას ლარს მიიღებენ

მსგავსი თემები