,,პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული თავის ბაზარზე გაიყიდოს”- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რამდენიმე დღეში ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვისაუბრებთ მარცვლეულზე“,- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლონეთი არ არის დაინტერესებული, რომ უკრაინული მარცვლეული პოლონეთის ბაზარზე გაიყიდოს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი და ამას ვაკეთებთ. ამავდროულად, ვცდილობთ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინამ უნდა გაიგოს ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები