ლუკაშენკომ აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო – არძინბა

ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთთან თავისუფალი ვაჭრობის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს.

,,ჩვენთვის ეს არის დე ფაქტო ეკონომიკური აღიარება. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დამოკიდებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების სამომავლო ტრაექტორია”,- განაცხადა ინალ არძინბამ.

მსგავსი თემები