ტაიჯი, რომელიც ადამიანის შინაგან ორგანოებს კვებავს

ტაიჯი არც იოგაა და არც კარატე. ეს არის დაო. ტაიჯიკუანი არის დაოს განსახიერება. ეს არის სრულყოფილი ფიზიკური პრაქტიკა, რომელიც სპორტული მედიცინის მიღწევად ითვლება ჩინეთში.

ეს არის კულტურის, მედიცინის, ფილოსოფიისა და საბრძოლო ხელოვნების ერთიანობა. ასევე მას უწოდებენ ოქროს გასაღებს ცასა და დედამიწას შორის.

მთლიანობაში ტაიჯიში ხუთი ენერგია ერთიანდება – წყალი, მიწა, ლითონი, ტყე და ცეცხლი. ვარჯიში კვებავს ხუთ ორგანოს – თირკმელს, ელენთას, ფილტვებს, გულსა და ღვიძლს, რის შედეგადაც უკეთესი გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მიიღწევა ყველა ასაკისთვის.

ვარჯიში სასურველია დილით და საღამოს 7-15 წუთის განმავლობაში. ერთად ვნახოთ ტაიჯის ხელოვნება მისი შემქმნელის მეთერთმეტე თაობის ხელმძღვანელობით.

ეკა გულუა პეკინიდან

ჩინური ტრადიციული მედიცინა, ჩინური ნემსები და ცეკვის თერაპია – რეპორტაჟი პეკინიდან

მსგავსი თემები