პრინცესა დიანას სვიტერი აუქციონზე 1.14 მილიონ დოლარად გაიყიდა

პრინცესა დიანას სვიტერი სოტბის აუქციონზე 1,14 მილიონ დოლარად (920,000 ფუნტი) გაიყიდა. აუქციონზე ვაჭრობა 31 აგვისტოს გაიხსნა  და აუქციონის ბოლო წუთებამდე ყველაზე მაღალი ფასი  $200,000 რჩებოდა.

სვიტერი პრინცესა დიანას პირველად 1981 წელს ეცვა. სვიტერი დაზიანდა და ის ბრენდმა ახლით შეუცვალა. სვიტერი რამდენიმე თვის წინ, ბრენდის თანამშრომლებმა სხვენში იპოეს და აუქციონზე გატანა გადაწყვიტეს.

ვინ შეიძინა სვიტერი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები