გერმანიაში შოუს დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა

გერმანიაში, ქალაქ რუსტში შოუს მიმდინარეობის დროს, აუზთან დადგმული კონსტრუქციები ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა. შემთხვევა საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვრებთან, ქალაქ რუსტში, ევროპა-პარკში მოხდა.

დაშავდა ხუთი მსახიობი და ორი მაყურებელი.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პარკის განცხადებით,  აუზი დაბზარულია და მასზე დამაგრებული მყვინთავის პლატფორმები, საიდანაც აკრობატები ხტებოდნენ, ორშაბათს ნაშუადღევს შოუს დროს ჩამოინგრა.

მსგავსი თემები