პუტინი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინს უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა არ უთხოვია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სიცრუეა, რომ  კიმ ჩენ ინს მოლაპარაკებებისას მოხალისეების გაგზავნა სთხოვა უკრაინაში საბრძოლველად. მისი თქმით, მათი მხრიდან სიტუაციის ესკალაციას ადგილი არ აქვს.

„მინდა ვთქვა, რომ ეს სრული სისულელეა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უკვე გვყავს 270 000 ჩვენი კაცი, ჩვენი მეომრები, რომელთაც აქვთ გაფორმებული კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, მაგრამ ეს მონაცემები უკვე მოძველებულია. დღეს დილით შემატყობინეს, რომ გვყავს 300 000. კონტრაქტს ხელი მოაწერეს ადამიანებმა, რომლებიც, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მზად არიან თავიანთი სიცოცხლე შესწირონ სამშობლოს ინტერესებს, დაიცვან რუსეთის ინტერესები“,- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

მსგავსი თემები