,,ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში”- შალვა პაპუაშვილი

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან.

„ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის სანქციებში მოხვედრილია როგორც კერძო პირი. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. 2013 წლის შემდეგ ფარცხალაძეს არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. 2013 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წლის შემდეგ, ეს კავშირი არ არსებობს. იცით, რომ მანამდე საჯარო სექტორში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ყოფილი ხელისუფლების დროსაც. ბევრი, ზოგიერთი ადამიანი იყო ამ ხელისუფლების ნაწილი და დღეს ვხედავთ, სამწუხაროდ, რა პოზიციებზე არიან. არ დავასახელებ მათ. რაც შეეხება საკითხის შინაარსს, ეს ახალი ინფორმაციაა. ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ. შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, პირველ ყოვლისა, მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

მსგავსი თემები