ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, მე-14 კორპუსის სავენტილაციო მილში ჩაცვენილი კნუტები გადაარჩინა. მაშველებმა კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და მეორე სართულის ერთ-ერთი ბინის სავენტილაციო არხიდან გამოიყვანეს. კნუტები ამავე ბინის მაცხოვრებლებმა იჩუქეს.

,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები