,,რუსეთმა უცხოელი დაქირავებული მებრძოლები ტყვედ აიყვანა” – პუტინი

რუსეთი უკრაინაში უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს ავლენს და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე მათგანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ავრცელებს.

,,ჩვენ ვაფიქსირებთ უცხოელ დაქირავებულებს და უცხოელ ინსტრუქტორებს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე იმ ქვედანაყოფებში, სადაც წვრთნა მიმდინარეობს. ჩემი აზრით, გუშინ და გუშინწინ ვიღაც კიდევ ერთხელ გაუშვეს ციხეში”, – თქვა პუტინმა.

პუტინს არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

მსგავსი თემები