,,ყველა ვინც დასანქცირდა, რუსეთის პატრიოტია” – კალაშნიკოვი

რუსეთის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება.

,,ყველა ვისაც ამერიკამ სანქციები დაუწესა წესიერი ადამიანია. 180-ვე ადამიანი, რომელიც სანქციების ქვეშ მოყვა, ყველა რუსეთის პატრიოტია. შემიძლია გითხრათ, რომ ოთარ ფარცხალაძეც სწორედ ასეთი პატრიოტია. ერთხელ მახსოვს, ბატონი ოთარი დავპატიჟე ვახშამზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეძღვნებოდა და ვნახე როგორ გულწრფელად უხაროდა მას ეს დიდი წარმატება.

რაც შეეხება სანქციებს, ნებისმიერი სანქცია არის დაშინების მცდელობა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ყველა ვინც რუსეთთან კეთილმეგობრულ ურთიერთობაში იქნება სანქციების ქვეშ მოჰყვება. ფარცხალაძის ეფ-ეს-ბესთან კავშირზე არაფერი ვიცი და სიმართლე გითხრათ ტყუილი მგონია, როგორც ყველა ის მითი, რომელიც მსგავს სიტუაციებში ითხზვება”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მსგავსი თემები