„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ”- ლევან ხაბეიშვილი

„ხომ შეიძლება, პუტინის ტყვე კაცი პატიმრობაში მაინც დაასვენოთ და კიდევ მასზე არ საუბრობდეთ? უხერხულია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თავდაცვის სამინისტროს განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილზე ”ათას სისაძაგლეს იგონებდნენ“.

„დარწმუნებული ვარ, თქვენ ის თაობა ხართ, რომელმაც ქრთამის გარეშე ჩააბარა. მე ქოლგით ვიჯექი გაკვეთილზე, რადგან საკლასო ოთახებში წვიმდა. არ დაიღალეთ? რომელ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც შევარდნაძის დროს არ არსებობდა, ქაღალდზე ეწერა, 10 მილიარდზე მეტი დატოვა ამ კაცმა. ერთხელ მოგიფიქრებიათ, რომ მადლობა გეთქვათ იმ პრეზიდენტისთვის, რომელმაც დოვლათი შექმნა? ათას სისაძაგლეს იგონებდნენ. პატიმრობაშია, ყველაფერს პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო

მსგავსი თემები