ცნობილი ვიდეოს გმირი, ველოდი მირცხულავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

2000-იანი წლების დასაწყისში გადაღებული ცნობილი ვიდეოს გმირი, ველოდი მირცხულავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილ ვიდეოში, ველოდი მირცხულავა ქვეყნის იმდროინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს აგინებს.
ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილი ველოდი მირცხულავა 1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი იყო. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

მსგავსი თემები