ჩინეთის პოზიცია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე – „მედიაცნეტრი მთავარის“ ექსკლუზივი

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. აღნიშნულთან დაკავშირებით „მედიაცენტრმა მთავარმა“ ჩინეთის საგარეო უწყებას კომენტარი სთხოვა. როგორც სამინისტროში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ჩინეთი მზადაა საქართველოსთან ერთად იმუშაოს.

„ბოლო წლებში, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობამ სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ შედეგებს მიაღწია და ორმხრივი პერსონალის გაცვლა გახშირდა. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მიდგომას და მზადაა, იმუშაოს საქართველოსთან ერთობლივად, გააუმჯობესოს ორ ქვეყანას შორის პერსონალის გაცვლის ხელშეწყობის დონე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის განმავლობაში ყოფნას შეძლებენ. რეგულაცია 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები