„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ – იარაღი, რათა საქმე დასრულდეს”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთმა უნდა დააჩქაროს კიევის სამხედრო მხარდაჭერა. მან ასევე გააკრიტიკა აშშ კიევისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების არმიწოდების გამო.

„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ – იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? როგორ შევხედოთ ამ ხალხს თვალებში და ავუხსნათ, რატომ ვაჭიანურებთ? მთელი ამ ომის განმავლობაში ჩვენ ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი. დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, – აცხადებს ჯონსონი.

მსგავსი თემები