უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან, ანდრიივკას დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე მდებარე ანდრიივკას დასახლებაში შევიდნენ და ახალ პოზიციებს იცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი ავრცელებს.

,,ანდრიივკა ჩვენია. ჩვენ ვიცავთ პოზიციებს”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსები ცდილობენ დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, ხოლო სამხრეთ ფლანგზე შეიარაღებული ძალები წარმატებით მიიწევენ წინ.

მალიარმა განმარტა, რომ ძირითადი ბრძოლები ანდრიევკას, კურდიუმივკასა და კლიშჩიივკას რაიონებში მიმდინარეობს.

მსგავსი თემები