„ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში”- ლიბიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეა

ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ,  ქალაქ დერნაში მაშველები გვამების შესანახი ჩანთების მიწოდებას ითხოვენ. ადგილზე ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება.

,,ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში ცხედრების დიდი რაოდენობის გამო”, – განაცხადა  დერნას მერმა.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ადმინისტრაციაში, რომელიც მართავს აღმოსავლეთ ლიბიას, განაცხადა, რომ “ზღვა მუდმივად რიყავს  ათეულობით სხეულს”.

„ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ მამაკაცებს, ქალებს და ბავშვებს, ”- განუცხადა ბენღაზის დამხმარე მუშაკმა  Associated Press-ს.

მსგავსი თემები