სამი და, სხვადასხვა წლის ერთსა და იმავე დღეს დაიბადა

ფლორიდის შტატში ჯერემი და საური ტერნერებისთვის 3 სექტემბერი უკვე მესამედ იქცა განსაკუთრებულ თარიღად, რადგან მათ სამივე შვილი ერთსა და იმავე დღეს შეეძინათ.

,,მე ვარ ყველაზე ბედნიერი მამა ოკალაში”, – განაცხადა მამამ, ჯერემი ტერნერმა “დილა მშვიდობის ამერიკასთან” ინტერვიუში.

წყვილის პირველი შვილი ჟასმინი 2020 წლის 3 სექტემბერს გაჩნდა, 2021 წლის 3 სექტემბერს მათ ოჯახს ჯესიკა შეემატა, ამ წლის 3 სექტემბერს კი ჯულია დაიბადა.

„გაოგნებულები ვიყავით, რომ ჩვენმა მესამე გოგომაც, დებივით, 3 სექტემბერს გადაწყვიტა დაბადება. საავადმყოფოს პერსონალი ისეთივე გაკვირვებული იყო, როგორებიც ჩვენ,”- აცხადებს მამა.

მსგავსი თემები