იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს – პაველ ჰერჩინსკი

იმპიჩმენტის პროცედურა არ ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, მყარი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, საუბრის მთავრი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.

„პრეზიდენტის მიმდინარე იმპიჩმენტზე თუ მკითხავთ, მე უცხოელი დიპლომატი ვარ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან არ მინდა, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა. რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა არ არის ის, რაც ეხმარება საქართველოს, გახდეს სტაბილური, ძლიერი, მყარი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები