ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს რადიკალური ცვლილებებისთვის, რომლებიც უკრაინისა და სხვა ქვეყნების მისაღებად არის საჭირო.
,,ჩვენ არ შეგვიძლია თავს მივცეთ იმის უფლება, რომ ჩვენი ევროპელი ძმები უკან დავტოვოთ”, – განაცხადა ლაიენმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გაზრდა, ასევე “უსაფრთხოების სანდო ვალდებულებები”.
,,ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენ უნდა მოვაგვაროთ დღეს, თუ გვინდა ხვალინდელი დღისთვის მომზადებულები ვიყოთ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
,,მიმაჩნია, რომ ევროპის გუნდი 30-პლუს წევრითაც იმუშავებს”, – განაცხადა ლაიენმა.