„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე დღეს მიიღეს.

„ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები