,,სანქციებს ვუწესებთ 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს” – ბლინკენი

სახდეპი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივნი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

,,სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის.

გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში”, – წერს ბლინკენი.

მსგავსი თემები