,,რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია”- ირაკლი კობახიძე

გახსოვთ, როგორ აზიანებდა კელი დეგნანი ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამხილა ტყუილში, რაც ადრე არ ხდებოდა.

,,საელჩომ ამხილა კოლექტიური ნაცმოძრაობა ტყუილში. თქვენ გახსოვთ, როგორ აზიანებდა თავის დროზე კელი დეგნანი ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს და რაც დეგნანი წავიდა ხედავთ, რომ საელჩომ გაავრცელა ობიექტური ინფორმაცია და კოლექტიური ნაცმოძრაობა ამხილა ტყუილში.რაც ადრე არ ხდებოდა ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი ასევ ობიექტურად იმუშავებ ქართულ -ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებისთვის,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები