მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, რომ  შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება – ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს პარტიის გარშემო საბჭოს შექმნის იდეაზე მუშაობა, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მისი თქმით, ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

,,მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის, ანუ იმ ადამიანების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

მსგავსი თემები