ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ზესტაფონში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილურ სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი) ჯგუფი 15 ექიმის შემადგენლობით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ზესტაფონის ახალგაზრდული ცენტრი; ედელაშვილის ქ. N 7;

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

მსგავსი თემები