,,განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი, ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ”- გამოსახლება თბილისში

აღსრულების ბიუროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალაშვილის ქუჩაზე ნაღმის არსებობა არ დადასტურდა. პაატა შამუგიას განცხადებით, ბინაში მცხოვრებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მიმდინარეობს გამოსახლება.

,,ჩვენ როცა აქ მოვედით მოვალემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ნაღმი. ჩვენ როგორც გვევალება პროტოკოლით, ვაცნობეთ 112-ს. მოხდა გადამოწმება როგორც ბინის, ასევე ამ ადამიანის და ინფორმაცია აღმოჩნდა ცრუ. ამის შემდგომ ვაწარმოეთ მოლაპარაკება მხარეებთან. მათი შეთანხმება ვერ მოხერხდა, შესაბამისად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი,”- განაცხადა პაატა შამუგიამ.

კაცი, რომელსაც ბინიდან ასახლებენ ასაფეთქებლით იმუქრებოდა

მსგავსი თემები