უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ომში მყოფმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს. რუსეთმა უკრაინას 41 ადამიანი დაუბრუნა. გათავისუფლებულებიდან 28 სამხედრო პირია, 11 კი სამოქალაქო.
უკრაინაში დაბრუნდა უკრაინის ერთ-ერთი მართლმადიდებელი ტაძრის წინამძღვარიც.
რამდენი ტყვე გადასცეს რუსეთს, ინფორმაცია არ ვრცელდება.